ორმაგი მოქალაქეობა

პრეზიდენტი ემიგრანტებს: შემოიტანეთ მოთხოვნა და მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას

რადგან დღეს ასეთი კანონი მოქმედებს, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და ვისაც ეს საკითხი დაუდგა მოქალაქეობის მიღებიდან გამომდინარე, მარტივად, შემოიტანეთ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა, მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას. და მერე, თუ შეიცვლება კანონი, თუ ცვლილებაზე პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, შემდეგ სხვანაირად იყოს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მუშაობს კანონზე, "რომლის ფარგლებშიც ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია".

კომენტარები