ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

უსუფაშვილი: სამართალდამცავები ვალდებულები არიან, გაერკვნენ, რაშია საქმე

მსგავსი განცხადებების თუ მსგავსი მიმართვის გავრცელების შემდეგ, სამართალდამცავები ვალდებულები არიან, გაერკვნენ, რაშია საქმე. ამას მე მგონი, ჩემი დამატებითი მოწოდება არ სჭირდება. თუ საქმე ეხება სისტემასთან დაკავშირებულ პირს, ან ყოფილ პოლიციელს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა - სამართალდამცავ სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას პირნათლად და თუ წასვლის შემდეგ გარკვეული მოსაზრებები გამოვლინდება, ამასაც ადეკვატური პასუხები გაეცეს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი პოლიციელის გიორგი ბაბუნაშვილის გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომლის მიხედვითაც, მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობენ.

კომენტარები