პრემიერი: რუსეთთან ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ყველა სახელმწიფომ დააფასა

თუნდაც რუსეთთან მიმართებით, ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად პრაგმატიზმზე დაფუძნებული და სწორედ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონს მთელ მსოფლიოს და თანამეგობრობას - მათ ნახეს, რომ პირველად, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო პრაგმატული პოლიტიკის წარმოება სამეზობლოში, მათ შორის რუსეთთან. და რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული, სწორი პოლიტიკა, საერთოდ პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ყველა სახელმწიფოს მიერ არის დაფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, ჩვენ ვრჩებით და დავრჩებით ყოველთვის პრინციპული ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები