შინაგან საქმეთა სამინისტრო

უტიაშვილი: "ოცნება" პოლიციას უყურებს, როგორც ნადავლს და დაპყრობილ ტერიტორიას

სამწუხაროდ, პოლიცია აღმოჩნდა ის სტრუქტურა, რომელისაც ყველაზე მეტად შეეხო ოცნების ხელი, იმიტომ, რომ ოცნება პოლიციას უყურებს, როგორც დაპყრობილ ტერიტორიას, რომელიც არის მათი ნადავლი და რომელსაც შეუძლიათ, რაც უნდა ის უქნან. ამიტომ მოხდა ის, რომ გაავსეს პოლიცია ნათესავებით, მეგობრებით. მათთვის პოლიციაში კადრების ჩანაცვლება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ - თუ პოლიციას აკონტროლებ, ე,ი ქვეყანას აკონტროლებ. ამიტომ ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდა, შედეგს ვხდავთ. ახლა ყველაზე ცუდი ის მოხდა, რომ იცანიშვილმა ჩათვალა როგორც ჩანს, რომ პოლიცია მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანი უშიშროებაა. ამიტომ გაყო - პოლიციაში დანიშნა ვიღაცა, ვისაც არც იცნობდა. უშიშროებაში დანიშნა თავისი დაცვის ყოფილი უფროსი, ამ უშიშროებაში გადაიტანა ის, რაც მას აინტერესებდა - სუს-ი, და მოსმენები. დანარჩენი პოლიცია კი, საერთოდ წაიშლება. პოლიციელები ცხოვრობენ ხელფასიდან ხელფასამდე, ხელფასები სამი წელია არ მოუმატებიათ, ყველას აქვს კრედიტი, არიან კატასტროფულ მდგომარეობაში და ვისაც წასასვლელი აქვს, ყველა მიდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები