მელაძე: იმისთვის, რომ რაღაც მაინც კეთდებოდეს, მიდის დაწოლა წვრილმან დანაშაულზე

მე მგონი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეს ხელისუფლება ბოლომდე უუნაროა. ორგანიზებული დანაშაული მიშვებულია, ის არსებობს და იმისთვის, რომ რაღაც მაინც კეთდებოდეს, მიდის დაწოლა წვრილმანზე... ვთქვათ, შეიძლება ძალიან წვრილმანი, ქონების დატაცების ფაქტები იყოს გამოძიებული, მაგრამ ორგანიზებული დანაშაულის გახსნის რამდენი ფაქტი არსებობს? აქ არის ლაპარაკი კრიმინალურ ავტორიტეტებზე, რომლებსაც სულ გვიგზავნიან და მერე ისინი სად მიდიან, არავინ არ იცის. და რომ არა ის მამხილებლები, ვერც ვერასდროს გავიგებდით. ამ მხრივ, მე მგონი უფრო ცუდად გვაქვს საქმე. იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში კრიმინალთან მებრძოლი ხელისუფლების ავტორიტეტი შეინარჩუნოს, ეს ხელისუფლება დაგვდევს, ნებისმიერ ჩვენგანს დააპატიმრებს მარიხუანას გამო, ხმამაღლლა ლაპარაკის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან "პუტინი მტერია"-ს ბანერის გაკვრის გამო. ეს სტატისტიკაში კარგია, მაგრამ ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით რა მოხდა, მე არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, ბევრი არაფერი იმიტომ, რომ მედიიდანაც არაფერი გამიგია.

იურისტი გიორგი მელაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობის გაზრდაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები