ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

შს მინისტრი: ყველა პასუხს აგებს, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს

ეს საშვები გაიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ მისი გაცემის რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს და უფრო ადვილი გახდება მისი ადმინისტრირება... ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს. ამის პირობას გაძლევთ. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ მინების დაბურვის ბრძანება, ციმციმების გამოყენების, სხვადასხვა რეგულაციები, ამის პროექტები მზად არის და უახლოეს დღეებში იხილავს დღის სინათლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ყოფილი პოლიციელის გიორგი ბაბუნაშვილის გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომლის მიხედვითაც, მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობენ.

კომენტარები