ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ბოკერია: ვიდეომასალაში ნაჩვენები პრობლემის ძირი არის ივანიშვილის მმართველობა

ვისმენდი ამ დისკუსიას, სადაც იყვნენ უფლებადამცველები და ადვოკატები, ორი პიროვნება, რომლებიც ახლა საუბრობდნენ იმაზე, რომ არაფერი საგანგაშო არ არის ის, რაც ვნახეთ, ყველაფერი კარგად არის და ოპოზიციის, ანუ წინა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებზე იძახდნენ, რომ იქ დანაშაული ჩაიდინეს, იქ ავიწყდებოდათ პრეზუმცია და ყველაფერი. აქ, სადაც მტკიცებულებები არსებობს და ყველაფერი ნაჩვენებია, საუბარი იყო იმაზე, რომ ვინც ეს ყველაფერი ამხილა, შესაძლოა არის მატყუარა ან დამნაშავე. ჩენ მოვისმინეთ ის ყალბი ტირადები ინსტიტუტების დაცვაზე იმ ადამიანისგან, ქალბატონი ბესელიასგან, ვინც ცნობილია ინსტიტუტების ნგრევით. ქალბატონი ბესელია არის ის, ვინც ეს სამარცხვინო და ძალიან საფუძვლიანი ეჭვებით, კორუმპირებული პროცესი წარმართა ციხიდან კრიმინალების, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულების, მოძალადეების მასობრივი გამოშვების, საქმეების ყოველგვარი არსებითი შესწავლის გარეშე. ქალბატონმა ირმამ ამომწურავად ისაუბრა, მაგრამ უნდა დავამატო ერთი-ორი სიტყვა. რა თქმა უნდა, ამ მძიმე პრობლემის თავი, რაც ვიხილეთ ჩანაწერებში, არის ბიძინა ივანიშვილი. განცხადებაც მინდა გაგახსენოთ ივანიშვილის, როდესაც მას ჰკითხეს ნეპოტიზმზე და ამ პრობლემაზე დასაწყისში, ახალი არჩეული იყო ეს მთავრობა, მან თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ასეც უნდა იყოსო. ეს არის საჯარო განცხადება. როდესაც ივანიშვილს ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა, მერე მეორდება და გრძელდება ყველა თანამდებობის პირზე. ივანიშვილის სახლს იცავს ასეულობით პოლიციელი იძულებით, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტის დროს. მათ იყენებენ საკუთარი პირადი ამოცანებისთვის, იმის მაგივრად, რომ ისინი აკეთებდნენ იმ საქმეს, რასაც მოქალაქეების დაცვა ჰქვია. ივანიშვილის მმართველობა არის ძირი ამ ყველაფრის. ეს პოლიტიზირება კი არ არის, ეს რეალური შეფასებაა. გამოძიება უნდა ჩატარდეს, მოქალაქეებმა უნდა იაქტიურონ, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, მაგრამ ეს პრობლემა მანამ ვერ მოიშლება, სანამ გვაქვს სისტემა, სადაც დეკლარირებულად ხდება ეს ყველაფერი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე რუსთავი 2-ში, გადაცემა არჩევანში საუბრისას

კომენტარები