ევროსაბჭო და საქართველო

ბოკერია: ევროპულ სტრუქტურებში იციან, რომ მთავრობის მთავარი საზრუნავი ოპოზიციაა

ჯერ ეს დოკუმენტი არ არის მიღებული, მაგრამ ჩემი მონაცემებით, ეს დოკუმენტი იქნება მიღებული, შეიძლება რაღაც ცვლილებები შევიდეს, მაგრამ არსებითად რა თქმა უნდა, ეს არის სურათი და დარწმუნებული ვარ, რომ დაამტკიცებენ. ეს რომელიმე პარტიის დოკუმენტი არ არის. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ დოკუმენტში ეს წერია, პრობლემა ის არის, რომ ეს არის რეალობა საქართველოში. ქალბატონმა ეკამ ახლა გაიგო ალბათ, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი, რომ ვიღაცა რაღაცას ეთანხმება, ვიღაცა არა და შემდეგ შეჯერებული პოზიცია არის მიღებული. მთავარი არსი ამ დოკუმენტის არის შემდეგი, რომ საქართველოში არის მთავრობა, რომლის მთავარი პრიორიტეტი და საქმე არის ოპოზიციის განეიტრალება.აღწერილია პროცესი ძალიან დეტალურად, მათ აქვთ მოტივი, რომ ოპოზიცია გაანეიტრალონ და არა ის, რომ დანაშაული გამოიძიონ. მათ აქვთ ინსტრუმენტი, რომ არჩევენ იმ მოსამართლეებს და პროკურორებს, ვისაც შემდეგ ავალებენ პოლიტიკურად რომ შეასრულონ დავალება. ისინი იყენებენ წინასწარ პატიმრობას სრულიად ანტიკონსტიტუციურად და ევროპული სტანდარტების დარღვევით და ამას აკეთებენ უმაღლესი თანამდებობის პირები, თან ამ პოზიციებს საჯაროდ აფიქსირებენ. უამრავი მაგალითი არის მოყვანილი და ამიტომ, თავისთავად ის არის ნიშანდობლივი, რომ იქ იანუკოვიჩის უკრაინის ნაცვლად მოხვდა ივანიშვილის საქართველო. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, რომ ამის საფუძველი არსებობს და არა ის, რომ ამაზე ევროპული სტრუქტურები საუბრობენ. ცხადია, ისინი ამაზე ისაუბრებენ, ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ ეს არის მათი საქმე.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია რუსთავი 2-ში, გადაცემა არჩევანში ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტის განხილვაზე

კომენტარები