პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი: არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას პოლიტიკურ კონტექსტში

ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და მომავალშიც არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის საკითხების გადაწყვეტის ადგილი. ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მე მინდა, ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, შეწყალების მექანიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხზე.

კომენტარები