ლოუსონი: ინსტიტუტების გამართვას დიდი დრო სჭირდება
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი
7-10-2011, 01:17
© ირაკ­ლი ბლუ­იშ­ვი­ლი 
უახ­ლე­სი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი რე­ი­ტინ­გში 4 პუნ­ქტით გა­უ­ა­რეს­და. რა არის ამის მი­ზე­ზი? 2009 წე­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი წე­ლი იყო. ამ წელს ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო გლო­ბა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ინ­დექ­სში პირ­ვე­ლად შემ­ცირ­და. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოკ­ვე­თი­ლი მი­ზე­ზი არ ჩანს. თა­ნაც ქვეყ­ნის რე­ი­ტინ­გი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შემ­ცირ­და. სხვა საქ­მეა, მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მუდ­მი­ვად რომ იკ­ლებ­დეს. მცი­რე მო­დუ­ლა­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა – კვლე­ვა მო­ი­ცავს 42 მა­ხა­სი­ა­თე­ბელს და 50 ათას­ზე მე­ტი ციფ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა. ამი­ტო­მაც, ამ ფაქ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბის გაზ­ვი­ა­დე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს რე­ი­ტინ­გში? რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა ბაზ­რის რე­გუ­ლი­რე­ბა. ასე­ვე, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნან­სდე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლომ ამ კუთ­ხით მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რა და ქვე­ყა­ნა­ში პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრაქ­ტი­კა და­ნერ­გა. კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­ჩე­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ჯერ კი­დევ სუსტ მხა­რედ რჩე­ბა. ფრე­ი­ზე­რის ინ­სტი­ტუ­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­დექ­სი 2 წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ქვეყ­ნდე­ბა. ეს კვლე­ვაც 2009 წლის ტენ­დენ­ცი­ებს აჯა­მებს. 2 წე­ლი დი­დი დრო ხომ არ არის, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ­მა პი­რებ­მა, ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად რომ აღიქ­ვან? ეს ფაქ­ტია და ამას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით. შე­უძ­ლე­ბე­ლია მე­თო­დო­ლო­გია ისე შე­იც­ვა­ლოს, რომ ამა­ზე უფ­რო სწრა­ფად მოხ­დეს ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. ყვე­ლა კვლე­ვა სი­ნამ­დვი­ლე­ში 2 წლის წი­ნან­დელ მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა. ჩვენ უბ­რა­ლოდ არ ვიტ­ყუ­ე­ბით და ამ ფაქტს არ ვმა­ლავთ. დღეს მე ინ­დექ­სის შე­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლი 42 პა­რა­მეტ­რი­დან ალ­ბათ ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბის­თვის თუ შევ­ძლებ­დი ციფ­რე­ბის მო­პო­ვე­ბას. ესეც 2010 წლის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი იქ­ნე­ბო­და. ჩვენ არ გვინ­და შეც­დო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვაა და არა პო­ლი­ტი­კუ­რი. კვლე­ვა ციფ­რებს ეყ­რდნო­ბა – ვცდი­ლობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ობი­ექ­ტუ­რი პა­რა­მეტ­რი გვქონ­დეს – ანუ ისე­თი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ, სა­ჯა­რო ციფ­რებს და­ეყ­რდნო­ბა და არა ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ებს. ამ კონ­ტექ­სტში, რა გან­სხვა­ვე­ბაა ფრე­ი­ზე­რის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და Heritage Foundation-ის კვლე­ვებს შო­რის? ორი­ვე ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ზო­მავს. მთა­ვა­რი მსგავ­სე­ბა ისაა, რომ ვთან­ხმდე­ბით, რა არის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გან­სხვა­ვე­ბა კი ტრან­სპა­რენ­ტუ­ლო­ბა­შია. ფრე­ი­ზე­რის მე­თო­დო­ლო­გია გამ­ჭვირ­ვა­ლეა – შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად ნა­ხოთ, თუ რო­გორ მი­ვი­ღეთ ესა თუ ის ქუ­ლა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის. Heritage Foundation-ის კვლე­ვაც ციფ­რებს ეყ­რდნო­ბა – ისი­ნი ციფ­რებს არ იგო­ნე­ბენ, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ ითარ­გმნე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია რე­ი­ტინ­გის კონ­კრე­ტულ ქუ­ლა­ში. რთუ­ლია იმის გარ­კვე­ვა, რო­გორ მი­ი­ღეს კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის­თვის. ფრე­ი­ზე­რის კვლე­ვის გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­დექ­სი ზო­მავს იმ კა­ნო­ნე­ბი­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერს და აძ­ლი­ე­რებს ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტი პრობ­ლე­მა აქვს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთ­ხით? ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნებ­სა და ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის, ისაა, რომ კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლა შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია, ვიდ­რე ინ­სტი­ტუ­ტე­ბის. ამ უკა­ნას­კნელ­თა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გა­მარ­თვა დრო­ის საქ­მეა. ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხრივ, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. სრუ­ლი სი­მარ­თლეა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კა­ნო­ნე­ბის კუთ­ხით დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ბევ­რი რამ, რი­სი შეც­ვლაც სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე – შე­იც­ვა­ლა. მა­გა­ლი­თად, შრო­მი­თი კო­დექ­სის ისე­თი რე­ფორ­მი­რე­ბა მოხ­და, რომ ის მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­მა­გა­ლი­თოდ იქ­ცა. ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით შემ­ცირ­და ან სა­ერ­თოდ გა­უქ­მდა ტა­რი­ფე­ბიც. რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს ისე­თი სფე­რო­ე­ბიც, რო­მელ­თა რე­ფორ­მი­რე­ბას მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ არც გა­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნია საკ­მა­რი­სი. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია იგი­ვე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ინ­დექ­სში ბევ­რია ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა კა­ნო­ნე­ბიც ცუ­დია და ინ­სტი­ტუ­ტე­ბიც. სა­ქარ­თვე­ლო კი წინ მი­ი­წევს. მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნამ საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა კო­რუფ­ცია – უბ­რა­ლოდ კარ­გი კა­ნო­ნით მცი­რე კო­რუფ­ცი­ის აღ­მოფ­ხვრაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. ფაქ­ტია, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, კო­რუფ­ცია ვერ შემ­ცირ­დე­ბო­და. ისიც ფაქ­ტია, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რად თა­ვი­სუ­ფალ 30 ქვე­ყა­ნას შო­რი­საა. მი­სი კა­ნო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მხარს უჭერს და აძ­ლი­ე­რებს ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ახ­ლა დროა, სა­ქარ­თვე­ლომ უფ­რო მა­ღა­ლი მი­ზა­ნი და­ი­სა­ხოს. ამას­თან, ის მზად უნ­და იყოს, რომ ხან­გრძლი­ვი, მძი­მე და უწ­ყვე­ტი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა. ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მარ­თვას შე­იძ­ლე­ბა თა­ო­ბე­ბი დას­ჭირ­დეს, თუმ­ცა ეს საქ­მე ამად ნამ­დვი­ლად ღირს. რო­ბერტ ლო­უ­სო­ნი – მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ინ­დექ­სის თა­ნა­ავ­ტო­რი. კვლე­ვი­თი ინ­ტე­რე­სის სხვა სფე­რო­ე­ბია: ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა, შე­და­რე­ბი­თი ეკო­ნო­მი­კა, სის­ტე­მე­ბი, სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ფი­ნან­სე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მიკ­რო­ე­კო­ნო­მი­კა. ფრე­ი­ზე­რის ინ­სტი­ტუ­ტი – და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არა­კო­მერ­ცი­უ­ლი კვლე­ვი­თი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ფონ­დე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­მავს და სწავ­ლობს კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ბაზ­რე­ბი­სა და მთავ­რო­ბის ჩა­რე­ვის გავ­ლე­ნას ცალ­კე­ულ ადა­მი­ა­ნებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ზე.