უკრაინის მხარდამჭერი აქცია

რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. მათი თქმით, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის არჩევანია და ამ პროცესში უცხო ძალების ჩარევა დაუშვებელია. 

აქციაზე ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, პოლონეთის პარლამენტის წევრი მიხაი შჩერბაც იმყოფებოდა.

"ჩვენ მოვედით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა ევროკავშირი გაფართოვდეს და უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. საქართველოსთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია, რადგან მასაც სურს ევროპაში ინტეგრაცია," - განაცხადა მიხაი შჩერბამ.

კომენტარები