ჟურნალმა Time-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გარეკანზე ლოგო შეცვალა და მის ნაცვლად VOTE [ხმა მიეცით] დაწერა.
"პირველად ჩვენი არსებობის თითქმის 100-წლიან ისტორიაში, შევცვალეთ ლოგო გარეკანზე აშშ-ის გამოცემისთვის იმ მოწოდებით, რომ ყველამ გამოვიყენოთ ჩვენი ხმის უფლება. ამ პროცესში დასახმარებლად, ჩვენ მკითხველს მივაწოდეთ სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა უსაფრთხოდ". - წერს ჟურნალის მთავარი რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი, ედვარდ ფელსენთალი.
გარეკანზე არტისტმა შეფარდ ფეირიმ იმუშავა. მისი თქმით, გარეკანზე გამოსახულმა ადამიანმა იცის, რომ უნდა გამოიყენოს ხმა და თავისი ძალაუფლება ხმის მიცემის სახით.