აქ ჩემი ქვეყნის მომავლისთვის ვარ, ეს პირდაპირი საბოტაჟია - ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოდ. მგონია, რომ ჩვენს მიზანს მაინც მივაღწევთ. ჩვენი მომავალი ევროპასთანაა დაკავშირებული. ხელისუფლების მხრიდან ამ კანონის ხელახლა ინიცირების მიზანი [ევროკავშირისკენ მიმავალი] გზის შეფერხებაა და მე მგონი, რომ არ გამოუვათ. მე იმის იმედიც მაქვს, რომ გონზე მოვლენ და უკან დაიხევენ.
tbl.ge/6r2y
დაკოპირდა
თქვა ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ირაკლი მაჩხანელმა. ვეტერანი სპორტსმენი რუსთაველის გამზირზე, ევროკავშირის მხარდამჭერ და რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს დაესწრო.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა
- მეუფე იაკობი რუსულ კანონზე: არავითარი რუსული არ არის, ახალგაზრდობამ ვერ გაიგო, რა ხდება
- ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: პრორუსული მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის
- ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო
- მაკრონს ვთხოვე, რომ 26 მაისს ჩამოვიდეს – ზურაბიშვილი