რუსული კანონი

ქადაგიშვილი: სიტყვა "სარწმუნოების" ამოღება გამიზნული ნაბიჯია, კოდს უდებენ ახალგაზრდებს

ახალგაზრდები არიან, რა თქმა უნდა, ჩართული ამ მოძრაობაში. მე მესმის, მეც ახალგაზრდა ვიყავი, სხვა, შეიძლება კიდევ უფრო მძიმე დღეები მაქვს ამ ბრძოლაში გადატანილი, მაგრამ დღეს ხდება ფასეულობების შეცვლა, ეს არ არის სწორი და ამას ხაზგასმა უნდა.

იმიტომ რომ, ვინც ახალგაზრდებს ამ ცუდ ფასეულობებს ხელში აჩეჩებს - მათი ბრალეულობაა, თორემ ახალგაზრდების ნაკლებად, იმიტომ რომ ისინი ჯერ ამას ვერ ხედავენ და ამის ნათელი მაგალითია ჩვენი იდენტობის, ჩვენი ეროვნული განმსაზღვრელობის ლოზუნგი, რომელიც ილიამ ჩამოაყალიბა "მამული, ენა, სარწმუნოება", ეს არ არის შემთხვევითი, რომ იქ სარწმუნოება ამოიღეს და ჩასვეს სხვა სიტყვა. ერთობა კარგი სიტყვაა, მაგრამ ეს ის სამება არის ქართული, ეროვნული თვითშეგნებისა, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, უწყვეტობისა, მომავლისა, ჩვენი ცივილიზაციური ერთობისა ევროპულ თუ ქრისტიანულ სამყაროსთან, ამის ამოღება არის გამიზნული ნაბიჯი, რომელსაც ახალგაზრდა დღეს ვერ აცნობიერებს, მაგრამ ამ კოდს ნელნელა უდებენ ახალგაზრდებს და ეს ყოვლად დაუშვებელია.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილის ტელეკომპანია იმედის ეთერში.

19 აპრილს, ქართველი სტუდენტები მათივე ორგანიზებულ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციის ფარგლებში დემონსტრაციულად გაემართნენ პარლამენტიდან გმირთა მოედნის მიმართულებით - სტუდენტებმა გმირთა მოედნის მემორიალთან დაიფიცეს, რომ ისინი დაიცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, "ენას, მამულს და ერთიანობას".

კომენტარები