რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მადლობა ყველა ამერიკელს, ვისაც სჯერა, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს

დღეს მიიღეს გადაწყვეტილება ამერიკის დახმარების პაკეტზე, რომელსაც დიდ ხანს ველოდით და რომლისთვისაც დიდ ხანს ვიბრძოდით. ძალიან მნიშვნელოვანი [დახმარება]. ჩვენი მებრძოლები ფრონტზე, ასევე რუსული ტერორისგან ტანჯული ჩვენი ქალაქები და სოფლები ამას იგრძნობენ.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს დღეს უკარა კენჭი. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მხარს უჭერდა ჩვენის დახმარების პაკეტს, ეს არის გამოსავალი სიცოცხლეების დასაცავად. პერსონალურ მადლობას ვუხდი სპიკერს, მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომელსაც სჯერა, ისევე როგორც ჩვენ უკრაინაში, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ს სენატი კანონპროექტს სწრაფად მიიღებს და ის გაგზავნილი იქნება პრეზიდენტ ბაიდენთან.

ჩვენ ვაფასებთ მხარდაჭერის თითოეულ ნიშანს ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობისა და ხალხის მიმართ, ასევე ცხოვრების იმ გზის მიმართ, რომლის ნანგრევების ქვეშ ჩაფვლასაც რუსეთი ცდილობს. ამერიკამ ლიდერობა პირველივე დღიდან გამოავლინა. სწორედ ასეთი ხელმძღვანელობაა საჭირო იმისთვის, რომ შეინარჩუნო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და პროგნოზირებადობა ყველა ერისთვის.

ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის მხარდაჭერას.

კომენტარები