რუსული კანონი

დეკანოიძე ოცნების აქციაზე: ივანიშვილის ნახვა მოგვიწევს – პუტინიც გამოდის ხოლმე აქციების წინ

უმძიმესი მდგომარეობა აქვს ქართულ ოცნებას, როგორც ჩანს. ისინი აწყობენ კონტრაქციას, კონტრაქციას უწყობენ ახალგაზრდობას, იმიტომ, რომ რუსულ კანონს ახალგაზრდებმა უთხრეს არა. მეორე, იმდენად მძიმედ აქვთ საქმე, რომ ივანიშვილის სახის დანახვა მოგვიწევს, როგორც ჩანს. სასაცილოა, აბსურდულია და ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინი აკეთებს ხოლმე ასე, რომ გამოდის და ხალხმრავალი აქციების წინ ჩნდება. სასაცილოა, ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა უთხრას, რომ ოფშორებიდან ფული შემომაქვს და რა კარგია? ხალხი არის უკიდურესად გაბრაზებული.

თქვა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 29 აპრილს ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.

კომენტარები