რუსული კანონი

დონაძე ოცნების აქციაზე: მოაბილიზებენ მუნიციპალიტეტების აიპებში გაფორმებულ ადამიანებს

ქართული ოცნება ქმნის პარალელურ რეალობას, თითქოს რუსულ კანონს აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა. სინამდვილეში, ქართული ოცნება 29 აპრილს მოაბილიზებს ადამიანებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა აიპებში. მარტო 20 მუნიციპალიტეტის ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, ეს არის დაახლოებით 22 311 ადამიანი, რომელიც შეუძლია ორშაბათს, პირდაპირ სამსახურიდან ჩამოიყვანოს თბილისში. ასე შეგვიზლია რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაგალითი ვთქვათ: გორში, მაგალითად 3055 ადამიანი მუშაობს აიპში, ეს არ არის მხოლოდ მერია, არამედ მერიის მიერ დაფუძნებული აიპები. ზუგდიდში 2883 ადამიანი მუშაობს, ოზურგეთში 1942 ადამიანი, ყვარელში 1077. ეს ხალხი ჰყავთ გაფორმებული მუნიციპალიტეტებში, რომელთა საქმიანობაც არის ქართულ ოცნებისთვის ხმის მიცემა და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და Facebook-ზე აქტიურობა. ამ ხალხში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოიყენება ქუჩაში მარბიელ რაზმებად. ამ ადამიანებს ოცნება იყენებს პოლიტიკური და პარტიული ინტერესებისთვის, ხოლო ანაზღაურებას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე. 29 აპრილს ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.

კომენტარები