სპორტი

კობახიძე: შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე

გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგა პროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება და განსაკუთრებით, ფეხბურთს და რაგბის. გვინდა ავაშენოთ თბილისში ახალი სტადიონი, რომელიც არსებითად ამ ორ სპორტის სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. 

ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ  პირობებში. აქვე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე ახალაშენებულ სტადიონზე. 

თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები