ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს მათი შეშფოთება გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება გაეწვია ეს კანონპროექტი და ხელახლა არ წარედგინათ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. მე გავიმეორებ, ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარედგინა პარლამენტს
tbl.ge/6rjo
დაკოპირდა
თქვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე
- Anonymous: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტი გათიშულია
- კობახიძემ მიშელთან სინანული გამოთქვა, რომ პარტნიორები კანონზე დისკუსიას თავს არიდებენ
- ზურაბიშვილი ქართულ ოცნებაზე: უნდათ, რომ მოსკოვს ასიამოვნონ
- შსს აქციასთან დაკავშირებულ განცხადებას ავრცელებს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ მიდიან