რუსული კანონი

პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს ეს კანონი არც კი წაუკითხავს

პირველ რიგში, როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. შეიძლება, ეს სხვების ინტერესებში არ შედიოდეს - განსაკუთრებით, მათი, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის. სამწუხაროდ, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა. მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, რაც სწორედ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოა. 

1 წლის განმავლობაში, პირადად მე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, EU-ს წარმომადგენლები დამერწმუნებინა, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარულად დაფინანსება არასწორი საქციელია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი და კანონის მიღება ამიტომაც გვიწევს [...] მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 22 აპრილს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

კომენტარები