კენჭიაშვილი: უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი და ახტომაც არ დამჭირდა, ვერა, ვერ მოგვიგებთ

დღეს უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც არ სრიალებს, და ახტომაც არ მომიწია, ისე ვიდექი...

ერთხელ გამიჭირდა, გაზი პირველად რომ ისროლეთ, მაგრამ მიეჩვია კანი, გადავყლაპე ბევრი გაზი, მეორედ რომ მომიწია, უკვე აღარ მოქმედებს ჩემზე. წიწაკის სპრეიზე, საერთოდ არ მახსოვს, რომ მაგის გამო დამეწვას სახე, წყლის ჭავლი კი თვითონაც იცით, რომ არ მაქცევს.

ვერა, ვერ მოგვიგებთ, ვერანაირად. რა თქმა უნდა, ხვალაც აქ ვიქნები.

ამბობს TV პირველთან სალომე კენჭიაშვილი, რომელიც გასული წლის მარტის აქციებიდანაა ცნობილი, როგორც წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგო.

კომენტარები