კალაძე: ქვეყნის გარეთ და შიგნით არსებულ რადიკალებს არ მოგცემთ არეულობის საშუალებას

არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს გააჩნიათ სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს. პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ - სჭირდებათ აგენტები,  ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის ომში ჩათრევა და ა.შ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საზოგადოება განვითარებულია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს და არა რევოლუციითა და გადატრიალებით.

არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალურ ძალებს არ მოგეცემათ იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ, ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე.

კომენტარები