ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 2 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.01 თეთრით. 2 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.697 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8684 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.

კომენტარები