რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვლადიმირ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა

ვლადიმირ პუტინი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე, 2024 წლის 7 მარტი
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ.

წვრთნების დროს დამუშავდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხები.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება "დასავლეთის ოფიციალურ პირთა პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების" პასუხად გაიმართება. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, კერძოდ რა სახის განცხადებებზეა საუბარი. ასევე, ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება დაგეგმილი წვრთნები.

კომენტარები