ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენის თქმით, თუ ისრაელი რაფაში შევა, ის უარს იტყვის ამ ოპერაციისთვის იარაღის მიწოდებაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 მაისს განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელს არ მიაწოდებს იმ საბრძოლო მასალებს, რომელთა გამოყენებასაც ისრაელი რაფაში სამხედრო ოპერაციაში შეძლებს.

CNN-თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ისრაელის თავდაცვის მიმართ ერთგულია და გააგრძელებს თავდაცვითი საბრძოლო მასალების, მათ შორის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო რაკეტების, მიწოდებას. თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ თუკი ისრაელი რაფაში შევა, აშშ უარს იტყვის იმ შეიარაღებისა და ჭურვების მიწოდებაზე, რომლებსაც ისრაელი რაფაში გამოიყენებს.

8 მაისს ბაიდენმა განაცხადა, რომ რაფაში ისრაელის ქმედებები "ჯერჯერობით" წითელ ხაზებს არ გასცდენია, თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა ღაზის სექტორში მოსახლეობა დაიცვას.

"ღაზის სექტორში სამოქალაქო პირები იმ ბომბებისა და სხვა საშუალებების შედეგად მოკვდნენ, რომლებიც დასახლებულ ცენტრებში ვარდება". - თქვა ბაიდენმა CNN-თან და დაამატა: "მე ცხადად ვთქვი, რომ თუ რაფაში შევლენ - ჯერ რაფაში არ შესულან - თუ შევლენ რაფაში, მე იმ შეიარაღებას არ მივაწვდი, რომელიც ისტორიულად რაფაში გამოიყენებოდა, [რომელსაც] ქალაქებისთვის და ამ სახის პრობლემისთვის იყენებდნენ".

კომენტარები