ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან 0.1 თეთრით გამყარდა – 17 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.12 თეთრით. 17 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7585 ლარია, ერთი ევროსი - 2.991 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი - 3.01 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".

რუსული კანონის მიღების შემდეგ, ანუ 14 მაისიდან ლარი დოლართან ჯამში 8 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 11 თეთრით.

კომენტარები