დღის ფოტო

კალაძე გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში: პირბადის გარეშე გავლა შეუძლებელია

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ მიწისქვეშა გადასასვლელები მოინახულა და მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა. მისი შეფასება ამჯერადაც ისეთივეა, როგორიც ყვითელ ავტობუსებზე, რომ ვერც მიწისქვეშა გადასასვლელი "ვერ უძლებს კრიტიკას". 

კალაძის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელში სუნის გამო პირბადის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. მან "თბილსერვისის" ხელმძღვანელს მიმართა, რომ დღესვე დაიწყოს გადასასვლელებში ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა მორეცხვა, ელექტრო გაყვანილობა და განათება. 

კომენტარები