დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელი გამვლელმა წაიღო

ლევან ახალკაცი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელი გამვლელმა წაიღო. სკამი გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, შემდეგ კი ადგილზე მოსულმა მოქალაქემ ურიკით წაიღო. 

ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, ასევე ყოფილი ძიუდოისტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. მათ ქევხიშვილის სავარძელი გარეთ გამოიტანეს და კაბინეტის კარი აუჭედეს. 

ქართველმა ძიუდოისტებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერც ერთი მედალი მოიპოვეს - 7-ვე მონაწილე სპორტსმენი დამარცხდა. ისინი ამაში ბრალს ფედერაციის პრეზიდენტს სდებენ და მის გადადგომას სწორედ ამიტომ ითხოვენ. 

კომენტარები