19 ოქტომბერს, ჩხოროწყუმ 90 წლის იუბილე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა დაამყარდა ეროვნული რეკორდი. მათი ცნობით, იაგო დარსალიამ 34 კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა, რისთვისაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.