ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ონლაინ დაესწრო. ფოტოებსა და ინფორმაციას თავად პარტია Facebook-ზე ავრცელებს.
ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აირჩიეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეს პოსტი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ეკავა.