ყაჩაღობა ზუგდიდში

ზუგდიდში დედა შვილის გათავისუფლებას ელოდება – დღის ფოტო

ტაბულა

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალთან, სადაც შეიარაღებულ პირს ამ დრომდე მოქალაქეები მძევლად ჰყავს აყვანილი, დედა შვილის გათავისუფლებას ელოდება.

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 14:00 საათზე ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები