TIME

ჟურნალმა TIME-მა ისტორიაში პირველად ლოგო შეცვალა და ის VOTE-ით ჩაანაცვლა

TIME

ჟურნალმა Time-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გარეკანზე ლოგო შეცვალა და მის ნაცვლად VOTE [ხმა მიეცით] დაწერა.

"პირველად ჩვენი არსებობის თითქმის 100-წლიან ისტორიაში, შევცვალეთ ლოგო გარეკანზე აშშ-ის გამოცემისთვის იმ მოწოდებით, რომ ყველამ გამოვიყენოთ ჩვენი ხმის უფლება. ამ პროცესში დასახმარებლად, ჩვენ მკითხველს მივაწოდეთ სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა უსაფრთხოდ". - წერს ჟურნალის მთავარი რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი, ედვარდ ფელსენთალი.

გარეკანზე არტისტმა შეფარდ ფეირიმ იმუშავა. მისი თქმით, გარეკანზე გამოსახულმა ადამიანმა იცის, რომ უნდა გამოიყენოს ხმა და თავისი ძალაუფლება ხმის მიცემის სახით.

კომენტარები