ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში ჰელიუმის ბუშტებით ფილმი "ინტერვიუ" გაგზავნეს

AFP

სამხრეთ კორეელმა აქტივისტმა ჩრდილოეთ კორეაში საზღვრიდან ჰელიუმის ბუშტები გაუშვა, რომლებზეც ფილმ "ინტერვიუს" 80 000 ეგზემპლარი იყო დამაგრებული. აქტივისტის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას სძულს ეს ფილმი, რადგან მასში კიმ ჩენ ინი წარმოჩენილია არა ღმერთად, არამედ უბრალო ადამიანად. ჩრდილოეთ კორეამ აღნიშნული პროვოკაციად შეაფასა და მოითხოვა, შეეწყვიტათ ბუშტების გაშვება. მესაზღვრეები ბუშტების ჩამოგდებას გაშვებისთანავე ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ კომედიური ჟანრის ფილმი ჟურნალისტებად შენიღბული CIA-ს აგენტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც ჩრდილო კორეაში ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაციის მისიით აგზავნიან. გასული წლის დეკემბერში კომპანია Sony Pictures-მა ფილმის პრემიერა გააუქმა ჰაკერების მხრიდან მუქარის გამო, რომლებმაც ინტერნეტში კომპანიის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები გამოაქვეყნეს. ჰაკერები აშშ-ს ფილმის ჩვენების შემთხვევაში 11 სექტემბრის გამეორებით ემუქრებოდნენ.

 

კომენტარები