სტალინის ძეგლი

გორში სტალინის ძეგლის დადგმას საკრებულომ მხარი არ დაუჭირა

0 კომენტარი

გორში სტალინის ძეგლის დადგმას გორის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრა 12:1-ის წინააღმდეგ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სტალინის ძეგლის დადგმას ხმა მხოლოდ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა მისცა. გორის საკრებულოში სულ 15 დეპუტატია. დღევანდელ სხდომას რესპუბლიკური პარტიის ერთი დეპუტატი არ ესწრებოდა, ხოლო თავისუფალი დემოკრატების ერთი წევრი კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.

გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს სტალინის ძეგლის მუზეუმის წინ მიმდებარე სკვერში მონტაჟის თხოვნით ა(ა)იპ "გორელებმა" 18 სექტემბერს მიმართა. იმავე დღეს, გორის მერიამ მიმართა საკრებულოს და სთხოვა სტალინის ძეგლის საკითხის განხილვა. შესაბამისად, საკითხის ინიციატორი საკრებულოში არა "გორელები", არამედ მერია გახდა. მერიამ ინიციატივის საფუძვლად "გორელების" მიმართვა და "მოსახლეობის მაღალი ინტერესი" დაასახელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები