რუსთავი 2-ის საქმე

მიატოვიჩი: სასამართლოს მიერ რ-2-ისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა გაუქმდეს

0 კომენტარი
დუნია მიატოვიჩი ფოტო: OSCE

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავასა და ქვეყნის მედიაპლურალიზმზე მის გავლენაზე.

მიატოვიჩის თქმით, მოსამართლის აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსთავი 2 განიცდის მნიშვნელოვან ფინანსურ და ლოჯისტიკურ შეზღუდვებს, რის შედეგადაც, არხს ეზღუდება შესაძლებლობა, იმუშაოს თავისუფლად. "ეს მალე თუ არ გაუქმდა, სასამართლოს ბრძანება გამოიწვევს სერიოზულ შეზღუდვებს მედიამრავალფეროვნებასა და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით. მე ასევე ვსაუბრობდი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე, რომლებმაც შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიონ სასამართლოს მიმდინარეობაზე", - ამბობს მიატოვიჩი.

როგორც პრესრელიზში წერია, მიატოვიჩმა თქვა, რომ სიტუაცია განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან მედიაპლურალიზმი მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომავალ წელს გაიმართება.

"დემოკრატიას სჭირდება, რომ ხალხს ჰქონდეს წვდომა მრავალფეროვან ინფორმაციაზე",- ამბობს მიატოვიჩი. მან კვლავ მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქვეყანაში მედიაპლურალიზმის დასამკვიდრებლად მაქსიმუმი გააკეთონ.

როგორც მიატოვიჩი აღნიშნავს, რუსთავი 2-ის საქმეზე ქართველ მაღალჩინოსნებთან რამდენჯერმე ისაუბრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები