კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

აბაშიძე: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე რუსული მხარე მუშაობს

Zurab Abashidze
Tabula

კარასინი-აბაშიძის შეხვედრა პრაღაში დასრულებულია. პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივების საკითხზე ინტენსიურად მუშაობს.

"ვიზებთან დაკავშირებით რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან ითქვა, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხზე ინტენსიურად და, ალბათ, უახლოეს მომავალში გვექნება ინფორმაცია, როდის და რა ფორმით ამოქმედდება გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები