მსჯავრდებულთა შეწყალება

საპატრიარქო: ეს იყო სოლიდარობით ნათქვამი და არა საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პატრიარქის განცხადება, პატიმრების შეწყალების უფლების მისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივა არ ყოფილა.

"5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები