შეწყალების კომისია

კელენჯერიძე: პოლიტპატიმართა სიების შედგენა თანხის გადახდის მიხედვით მოხდა

rustavi2.com

აღორიძინების აქტივისტი და ყოფილი დეპუტატი რუსთავი 2-ის ეთერში შეწყალების კომისიის შესახებ და ეკა ბესელიას მიერ პოლიტპატიმართა სიების შედგენის შესახებ საუბრობს. მისი თქმით სიების შედგენა ლობიერებებისა და გარკვეული რაოდენობის თანხების გადახდის მიხედვით შედგა.

კელენჯერიძის თქმით, ის თავად ითხოვდა პოლიტპატიმრის სიაში შეყვანას და ეკა ბესელიასთან შუამავლობა მას ახლანდელმა დეპუტატმა, ფატი ხალვაშმა გაუწია. კელენჯერიძე ამბობს, რომ ის სიაში ზურაბ ვაზაგაშვილის გამო არ ჩასვეს.

"ზურაბ ვაზაგაშვილს ძეგლს უდგამდნენ რამდენიმე დღეში და ის უმწიკლოდ უნდა დარჩენილიყო. მე კი ვსაუბრობდი მის მიერ 2002 წელს ჩემი ნათესავის, მწერლის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე. ეს მათთვის მიუღებელი იყო,“ - განაცხადა გია კელენჯერიძემ გადაცემა არჩევანში.

კელენჯერიძე იხსენებს იმასაც, რომ ითხოვდა ასლან აბაშიძის და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეების შესწავლას, თუმცა მისი თქმით, ეს საქმეები ბესელიამ დამალა.

გია კელენჯერიძე ამბობს, რომ ის ასევე ითხოვდა ასლან აბაშიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმის შესწავლასაც. თუმცა, ეკა ბესელიამ ესაც და სხვა პოლიტიკური საქმეებიც დამალა.

კომენტარები