ფარული კადრები

პროკურატურა: ორი პირი არა ატვირთვის, არამედ შენახვა-გავრცელების გამო დავაკავეთ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. უწყება აკონკრეტებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე არა კადრების ინტერნეტში ატვირთვის, არამედ მათი შენახვა-გავრცელების ფაქტზე აიყვანეს.

"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს. მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები