საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიებიდან 23 წელი გავიდა

travel-images.com

დღეს, სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიებიდან 23 წელი გავიდა. 16 მარტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეა.

1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შეტევა მოწინააღმდეგის მარცხით დასრულდა. სოხუმის დაცვას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 23-ე ბრიგადის 1-ლი, მე-2, მე-3, და მე-6 ბატალიონების 137 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო 350-მდე დაიჭრა.

 

კომენტარები