პირადი ცხოვრება

პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სასჯელის გამკაცრება იგეგმება

ტაბულა

პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სასჯელის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ ისაუბრა. მისი თქმით, პირადი და ოჯახური საიდუმლობის სივრცე უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული.

პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც დაესწრო.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

კომენტარები