რელიგია

საქსტატი: 83% მართლმადიდებელია, 11% მუსლიმი, 3% კი სომეხთა ეკლესიის წევრი

flickr.com

საქსტატმა დღეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული შედეგების პრეზენტაცია გამართა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. საქსტატმა გამოკითხულ ადამიანებს მათი რელიგიური აღმსარებლობის შესახებაც დაუსვა კითხვა. საიდანაც ირკვევა, რომ მოსახლეობის 83.4% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, 10.7% მუსლიმური რელიგიის აღმსარებელია, სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი კი 2.9%-ია. 

აღმსარებლობათა მიხედვით საქართველოს მოსახლეობის განაწილება ასე გამოიყურება:

  1. მართლმადიდებლური ქრისტიანობა - 3 მილიონი ადამიანი, 83.4%
  2. მუსლიმური - 398 ათასი ადამიანი, 10.7%
  3. სომხური სამოციქულო ეკლესია - 109 ათასი ადამიანი, 2.9%
  4. კათოლიკური ქრისტიანობა - 19.2 ათასი, 0.5%
  5. იეჰოვას მოწმე - 12.4 ათასი ადამიანი, 0.3%
  6. იეზიდური - 8.6 ათასი ადამიანი, 0.2%
  7. პროტესტანტური - 2.5 ათასი ადამიანი, 0.1%
  8. იუდეური - 1.4 ათასი ადამიანი, 0.0%
  9. სხვა - 1.4 ათასი ადამიანი, 0.0%
  10. არცერთი - 19.1 ათასი ადამიანი, 0.5%
  11. უარი პასუხზე - 9.6 ათასი ადამიანი, 0.3%
  12. არ არის მითითებული - 34 ათასი ადამიანი, 0.9%

საქსტატის მონაცემებით გამოდის, რომ თავს რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრად აღიარებს მოსახლეობის 98.1%, რაც მსოფლიოში რელიგიურობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

საყოევლთაო აღწერის რელიგიურ ნაწილთან დაკავშირებით აღწერის ჩატარების დროს 2014 წელს გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც აღმწერები მოქალაქეებს კითხვის დასმის გარეშე რელიგიის გრაფაში მართლმადიდებლობას მიუთითებდნენ.

კომენტარები