დაიცავი თავისუფლება

"დაიცავი თავისუფლება" რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" დღეს სასტუმრო რუმსში მართავს ღონისძიებას "რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოში: წყაროები და გამოწვევები". მასში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები. 

ღონისძიებაზე ისაუბრებენ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, რუსული პროპაგანდის წყაროებზე საქართველოში, ქართულ მედიაში არსებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსულ ნარატივზე.

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" მოიცავს 17 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას და მისი მიზანი საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება და მისი განეიტრალებაა.

პლატფორმამ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში უკვე შექმნა ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი (Liberty Institute). ამერიკულ მხარესთან პარტნიორობით "დაიცავი თავისუფლება" რუსულ პროპაგანდას შეებრძოლება. 

 

 

 

კომენტარები