17 მაისი

ოლაფ ნიკოლაი ვარდების მოედანზე 17 მაისისთვის მიძღვნილ ინსტალაციას წარადგენს

ოლაფ ნიკოლაი
nymphenburg.com
დღეს, 20:00-ზე, ვარდების მოედანზე, კაფე ივერიის ვიტრინაში, ცნობილი გერმანელი არტისტი ოლაფ ნიკოლაი Popiashvili Gvaberidze Window Project SOU-ს ფესტივალის ფარგლებში, 2013 წლის 17 მაისისთვის მიძღვნილ ინსტალაციას წარადგენს. 
 
ოლაფ ნიკოლაის ინსტალაცია შედგება ფერადი კედლისა და ნეონის წარწერისგან. მან ეს ნამუშევარი საგანგებოდ ამ ადგილისთვის შექმნა. სხვადასხვა ფერის გრადაციით გაკეთებული კედელი, რომელიც თავისთავად ციფრულად დაბეჭდილი ვიზუალური მასალის იმიტაციას ქმნის, მრგვალი ნეონი კი - მოფრიალე დროშას ჰგავს, სიმბოლურად ეხმაურება წარსულში ამ მოედანზე "ჩავლილ" დროშებს.
 
ოლაფ ნიკოლაი ამ ნამუშევრით აგრძელებს თავისი შემოქმედებითვის ნაცნობ თემას "ფორმების პოლიტიკას" და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური განცხადებების დროს გრძნობების მნიშვნელობაზე.
 
"ინსტალაცია, რომელიც ვარდების რევოლუციის მოედანზე განთავსდება დაკავშირებულია 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან. ინსტალაციის სახელწოდებაა "Fire Walk With Me". სახელწოდება დავიდ ლინჩის ცნობილი სერიალისა და მოგვიანებით კი ფილმის ქვესათაურიდან არის აღებული.
 
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული ერთ კონკრეტულ ღონისძიებასთან [2013 წლის 17 მაისთან]. ყველა არსებულ რეალობა თავისთავად მოიცავს რეალობას. არსებობს მრავალი რამ, რაც თვალით უხილავი და დამალულია. სწორედ ამაზე იყო ლინჩის სერიალიც ჩემთვის და წინადადება "Fire Walk With Me" ასევე ამის შესახებ არის. ეს ყველაფერი მორგებულია საზოგადოების ყოველ ფენაზე", - განუცხადა ტაბულას არტისტმა.

კომენტარები