კრიმინალი

შსს: მკვლელობაში ბრალდებული ქვეყნის დატოვების მცდელობისას დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ქუთაისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1987 წელს დაბადებულმა დურმიშხან ლ-მ მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1966 წელს დაბადებული მაიზერ ბ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, სარფის გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები