არჩევნები 2016

ენმ-ის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სერგო რატიანი იქნება

Sergo Ratiani/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სერგო რატიანი იქნება. რატიანი ენმ-ის საარჩევნო სიის ათეულის წევრებმა დავით ბაქრაძემ, სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ წარადგინეს.

„ოქტომბერში მოიგებს განვითარება, ოქტომბერში მოიგებს ის ძალა, რომელსაც აქვს განვითარების ყველაზე მეტი გამოცდილება. საქართველოში არსებობს ერთადერთი პოლიტიკური ძალა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გამოცდილება", - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები