ავღანეთი

ავღანეთში შეიარაღებული პირები დასავლელ ტურისტებს თავს დაესხნენ

AP

ავღანეთში შეიარაღებული პირები დასავლეთიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფში იყო ბრიტანეთის - რვა, აშშ-ის სამი და გერმანიის ერთი მოქალაქე. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ტურისტები ქალაქ ჰერატში მიდიოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის მთავარ გზებზე შეიარაღებული პირები ხშირად ესხმიან თავს და იტაცებენ მოქალაქეებს.

კომენტარები