ოლიმპიადა

რა ხდება, როდესაც ოლიმპიადა მთავრდება - ოლიმპიური სოფლების ნაწილი მიტოვებულია

ათენი, ღია ოლიმპიური საცურაო აუზი
Reuters

რიო 2016 დღეს გაიხსნება. ბრაზილიის მთავრობა პროექტის განხორციელებაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავს. ივლისში გაკეთებული შეფასებებით, ოლიმპიადა წინასწარ დაგეგმილზე 52%-ით ძვირი - $4.6 მილიარდი ჯდება. ბრაზილიას შემუშავებული აქვს გეგმა თუ როგორ უნდა აითვისოს ქალაქმა ოლიმპიური სოფელი და სპორტული ნაგებობები. ოლიმპიური სოფელი რიო-დე-ჟანეიროს ახალ პრესტიჟულ უბნად, სპორტული დაწესებულებები კი, ბრაზილიის ნაკრების საწვრთნელ ბაზად უნდა იქცეს. თუმცა ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ოლიმპიური "მეგასტრუქტურები" ხშირად მიტოვებული რჩება. ამის თვალსაჩინო მაგალითები ათენის, პეკინის და ატლანტის ოლიმპიადებია. გააგრძელებს თუ არა რიო ამ ოლიმპიადების "გზას", მომავალი გვიჩვენებს.

ამორტიზებული და მიტოვებული ოლიმპიური ნაგებობები

ათენი 2004


ფოტო: Getty Images

  • საბერძნეთმა ოლიმპიადაზე კოლოსალური რესურსები, $11 მილიარდი დოლარი დახარჯა, დღეს ოლიმპიური სოფელი სრულად ამორტიზებულია


ფოტო: Getty Images

  • საბერძნეთმა ყველა სპორტის სახეობისთვის ცალკე ნაგებობები ააგო, მათ შორის ბალახის ჰოკეის, სოფტბოლის და ბეისბოლის სტადიონებიც, რომლებიც ოლიმპიადის შემდეგ არავის გამოუყენებია.


ფოტო: Getty Images

ატლანტა 1996

  • ჯორჯიის შტატმა ნაგებობების ნაწილს გამოყენება ვერ მოუძებნა, ამიტომაც მათი დემონტაჟი განახორციელა


ფოტო: Getty Images

პეკინი 2008


ფოტო: dealchecker.co.uk

  • სტადიონი "ჩიტის ბუდე" ოლიმპიადის შემდეგ


ფოტო: Getty Images

  • ხელბურთის სტადიონი სხვა სტადიონების მსგავსად დაკეტილი და შემოღობილია


ფოტო: REUTERS

  • კაიაკების შეჯიბრისთვის აგებული აუზები დღეს ცარიელია

სარაევო 1984


ფოტო: AP Photo

  • ოლიმპიური პედესტალი


ფოტო: AP Photo

  • მაშინდელი იუგოსლავიის მთავრობა ზამთრის ტურიზმის განვითარებაზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა მწვავე ეკონომიკური კრიზისის, იუგოსლავიის დაშლის და ბოსნიაში არსებული სამოქალაქო ომის გამო ოლიმპიადა მომგებიანი ინვესტიცია არ აღმოჩნდა.


ფოტო: Getty Images

  • მიტოვებული სასტუმრო Mount Igman


ფოტო: Getty Images

  • დაკეტილი ოლიმპიური ტრამპლინი

ბერლინი 1936


ფოტო: Getty Images

  • ოლიმპიადიდან 3 წელიწადში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რის გამოც მთელი ბერლინი და მათ შორის ოლიმპიური სოფელიც დაიბომბა


ფოტო: REUTERS


ფოტო: Getty Images

  • ომის პერიოდში ოლიმპიურ სოფელში ლაზარეთი იყო მოწყობილი

კომენტარები