რიო 2016

ქართველმა ოლიმპიელმა ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

worldsport.ge

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების უკვე ყოფილმა წევრმა ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგკონტროლი ვერ გაიარა. ბოლქვაძის სინჯებმა აკრძალული პრეპარატების გამოყენება აჩვენა.თავად ბოლქვაძე მიღებულ შედეგს არ ეთანხმება და ის შესაბამის კომიტეტში უკვე გასაჩივრებულია. საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოლიმპიადაზე ბოლქვაძის ნაცვლად ირაკლი რევიშვილი გამოვა. რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზებს. მან რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.

კომენტარები