ზაზა სურმავას საქმე

სასამართლოში სამეგრელოს სამმართველოს უფროსის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლო კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულ სურმავასთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

ზაზა სურმავას ადვოკატი უშანგი მგელიძე კი ამბობს, რომ "საქმე გვაქვს კრიმინალური წარსულის მქონე პირისა და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის ურთიერთდაპირისპირებასთან. არავითარი ნარკოტიკი, რომელიც ზაზა სურმავასგან იყოს ამოღებული, საქმეში არ არსებობს".

კონკრეტულ პირს ადვოკატი არ ასახელებს.

სამართალდამცველებმა ზაზა სურმავა გუშინ დააკავეს.

კომენტარები